Monday, June 6, 2016
მერვე დღის რეფლექსია
გავეცანით ჩვენს მიერ შესრულებულ საშინაო დავალებებს, მივიღეთ რეკომენდაციები და რჩევები. ვისწავლეთ როგორ გავწეროთ სასწავლო გეგმის შაბლონის შესაბამისი
პროცედურები, ბლოგზე ფურცლების დამატება,ვიმუშავეთ პორტფოლიოს სრულყოფაზე,ჩავინიშნე საშინაო დავალება შემდეგი ტრენინგისთვის,რაც აუცილებლად
უნდა შევასრულო რომ ტრენინგებზე სიარული დავმთავრო.
Saturday, May 28, 2016
მეხუთე დღის რეფლექსია
მეხუთე დღე დავიწყეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის გადახედვით. მივიღეთ
რეკომენდაციები,რასაც აუცილებლად გავითვალისწინებ. გავიხსენეთ საპრეზეტაციო
პროგრამაზე მუშაობა,დავსვით შეკითხვები და შესაბამისად პასუხებიც მივიღეთ.
დარჩენილი დრო გამოვიყენეთ მოსწავლის ნასრომზე სამუშაოდ, ჩავინიშნეთ საშინაო დავალება შემდეგი დღისთვის.
რეკომენდაციები,რასაც აუცილებლად გავითვალისწინებ. გავიხსენეთ საპრეზეტაციო
პროგრამაზე მუშაობა,დავსვით შეკითხვები და შესაბამისად პასუხებიც მივიღეთ.
დარჩენილი დრო გამოვიყენეთ მოსწავლის ნასრომზე სამუშაოდ, ჩავინიშნეთ საშინაო დავალება შემდეგი დღისთვის.
Saturday, May 14, 2016
მეოთხე დღის რეფლექსია
მეოთხე დღე დაიწყო სასწავლო პროექტის მიზნების კიდევ ერთხელ გადახედვით და რეკომენდაციების მიღებით. ვისწავლეთ მიმართულების
მიმცემი საკვანძო კითხვების დასმა,რასაც კარგად უნდა გადავხედო საკითხის
უკეთესად გაგების მიზნით. მივიღეთ დავალება შემდეგი ტრენინგისთვის.
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა: როგორ დამეხმარება მათემატიკა გამოთვლების ჩატარებაში?
თემატური კითხვები:
1) რა არის ფართობი ?
2) რა არის ფართობის ერთეულზე მიღებული მოსავალი?
1) როგორ გამოვთვალოთ მართუკთხედის ფართობი?
2) როგორ გამოვთვალოთ ფართობის ერთეულზე მიღებული მოსავალი?
Friday, May 13, 2016
მესამე დღის რეფლექსია
ტრენინგის მესამე დღეს გავეცანით ჩვენს შექმნილ ბროშურებს,მივიღეთ რჩევები ტრენერისგან,რასაც აუცილებლად გავითვალისწინებ. დავიწყეთ მუშაობა პროექტის გეგმის შაბლონის შევსებაზე, დავწერეთ პროექტის მიზნები და დავალებად მივიღეთ დავწეროთ კომენტარები ბლოგზე.ინფორმაციულად საკმაოდ დატვირთული დღე იყო.
Thursday, May 12, 2016
სასწავლო მიზნები
მოსწავლეები შეძლებენ:
- მოიძიონ ინფორმაცია ბეჭდვითი და ელექტრონული წყაროების გამოყენებით კარტოფილის, როგორც სასოფლო სამეურნეო კულტურის შესახებ.
- მიიღონ ინფორმაცია მოსახლეობისგან კარტოფილის მოსავლის შესახებ ჩვენი სოფლის პირობებში.
- დააკავშირონ თეორიულად მიღებული ცოდნა პრაქტიკულ სიტუაციებთან
- ჩაატარონ კვლევა თუ ფართობის ერთეულზე როგორ მოსავალს მიიღებენ და გამოიტანონ დასკვნები.
- მოამზადონ საინფორმაციო ბუკლეტები და გააკეთონ პრეზენტაცია .
Monday, May 9, 2016
მეორე დღის რეფლექსია
დღემ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა, მივიღე ბევრი ახალი ინფორმაცია.
წარმოვადგინე ჩემი პროექტის იდეა,მოვისმინე სხვა მასწავლებლების იდეებიც, რაც საკმაოდ საინტერესო იყო. ვისწავლე როგორ შეიძლება
ბროშურის გაკეთება და გამოყენება პროექტებით სწავლებისას.
პროექტის იდეა
მოსწავლეები ფართობის ცნების ,ფართობების ერთეულებს შორის კავშირის უკეთესად გაგების მიზნით ჩაატარებენ კვლევას და უშუალოდ მიიღებენ მონაწილეობას კარტოფილის მოყვანის პროცესში.მოიწვევენ სოფლის მოსახლეობას და მისცემენ რეკომენდაციებს როგორ შეიძლება უკეთესი მოსავლის მიღება.
Subscribe to:
Posts (Atom)